ტაილანდი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადების, Covid-19-ის გვამიდან გავრცელების პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ იუწყება. ინფორმაციას BuzzFeed-ი ავრცელებს.
ამ დრომდე, მსოფლიოში კორონავირუსის გვამიდან გავრცელების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"ეს არის Covid-19-ის გვამიდან გადადების პირველი შემთხვევა, რასაც სამედიცინო ექსპერტიზის თანამშრომელი ემსხვერპლა"- ნათქვამია Journal of Forensic and Legal Medicine study-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
ამ დროისთვის, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეუძლია კორნავირუსს აქტივობის შენარჩუნება ადამიანის ცხედარში და შეიძლება თუ არა ცხედარი ვირუსის გადადების რისკს წარმოადგენდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამუშავებენ მათ.
შეგახსენებთ, 27 მარტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის სპეციალური პროტოკოლი გამოაქვეყნა.