თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან ერთი მათ ცენტრშია დადასტურებული. მისი განმარტებით, შემთხვევა ე.წ. მარნეულის კლასტერს უკავშირდება.
რაც შეეხება დანარჩენებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი აჭარაში დაფიქსირდა.
„14-დან დანარჩენი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად არის აჭარა, რეგიონებია თუ არ ვცდები. თბილისში 2-3 შემთხვევაა. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთშიც არის შემთხვევები“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.