მადრიდში ქართველ სასულიერო პირს COVID-19 დაუდგინდა. როგორც ირკვევა, არქიმანდრიტ პიროს გოცირიძეს ვირუსის სიმპტომები 10 დღის წინ გამოუვლინდა, თუმცა მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.
სასულიერო პირი "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების გამო, ეკლესია ერთი თვის წინ დაიხურა და ონლაინ ლოცვებზე გადავიდა. ამ დროისთვის არქიმანდრიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.