დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს, სადაც ის კორონავირუსზე მკურნალობდა. ამჟამად ჯონსონი ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენციაში იმყოფება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.
"პრემიერ მინისტრი კლინიკიდან გამოწერეს და მკურნალობას ჩეკერსში გააგრძელებს. ექიმების რჩევით, პრემიერი სამუშაოს ჯერ არ დაუბრუნდება. მას სურს მადლობა გადაუხადოს ყველას St Thomas Hospital-ის კლინიკაში, სადაც მასზე შესანიშნავად ზრუნავდნენ. ის თავისი ფიქრებით მათთან არის, ვისაც ეს დაავადება შეეხო“, - ნათქვამია განცხადებაში.
27 მარტს ჯონსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მუშაობას აგრძელებდა. 3 აპრილს ვიდეომიმართვაში პრემიერმა განაცხადა, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.
მოგვიანებით, ჯონსონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.