ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 71 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვლა 4 474 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.
"24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 657 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 71 686-ს მაღწია", - განაცხადა მან ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში.
მისი თქმით, გარდაიცვალა 4 474, ხოლო გამოჯანმრთელდა 43 894 პაციენტი.