რომის პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო მესა წმინდა პეტრეს თითქმის ცარიელ ბაზილიკაში აღავლინა.
სააღდგომო ქადაგებისას რომის პაპმა მოუწოდა მორწმუნეებს, არ დაემორჩილონ შიშს და მომავალს იმედით შეხედონ.
"იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს", - ეს იყო პაპის სააღდგომო ქადაგების მთავარი გზავნილი მორწმუნეებისადმი.
სააღდგომო მსახურებას ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ტრადიციულათ ათასობით მორწმუნე ესწრება, თუმცა ამჯერად, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, მხოლოდ ონლაინტრანსლაციით ადევნებდა თვალს.