პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში კორონავირუსისგან 80 წლის ქალი გამოჯანმრთელდა.
როგორც რატიანმა აღნიშნა, მძიმედ მყოფი პაციენტი აპარატიდან უკვე მოხსნილია. მისივე ინფორმაციით, სტაბილურია 79 წლის მამაკაცის მდგომარეობა.
"ქალბატონი 80 წლის, რომელიც ჩვენ კლინიკაში შემოვიდა 18 დღის წინ, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკურად სახეზე იყო ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, გულის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი, ეს ქალბატონი მოიხსნა აპარატიდან.
გვყავს ერთი ბატონი 79 წლის, აქაც შემოსვლისთანავე დადასტურებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია," - განაცხადა რატიანმა.