შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა შტატი უბედურების ზონად გამოაცხადა. ამგვარად, პირველად ისტორიაში ეს რეჟიმი ყველა შტატში ამოქმედდა. ინფორმაციას მიკრობლოგ Twitter-ზე თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯად დირი ავრცელებს.
"პირველად ისტორიაში პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ 50-ვე შტატში უბედურების რეჟიმი მოქმედებს", - წერს ის.
ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულია 529 951 ადამიანი, გარდაიცვალა 20 071 პაციენტი. COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
აშშ-ში ყველაზე მძიმე სიტუაცია ნიუ იორკის შტატშია. აქ კორონავირუსით დღეში დაახლოებით 700-მდე ადამიანი იღუპება.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1 778 562 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 108 902 ადამიანი.