მსოფლიოში კორონავირუსისგან 400 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვეგბგვერდზეა გამოქვეყნებული.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 404 878-ს შეადგენს.
სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 1 778 562 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 108 867 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 63 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.