ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა.
სიკვდილიანობის მაჩვენებლით შეერთებულმა შტატებმა იტალიას გადაუსწრო და ახლა ის მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.
შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 2 688 766 ტესტი ჩატარდა, საიდანაც დადებითი შედეგი 530 006-მა აჩვენა. გარდაიცვალა 20 608 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 32 110.