საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ა ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 252 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 63 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4929 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 405 პირი, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.