სომხეთში კორონავირუსის გავრცელების კერები ხელისუფლების კონტროლიდან გამოვიდა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა.
"კორონავირუსის გავრცელების შენელების შესახებ საუბარი ჯერ ადრეა. ჯერ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ გავრცელება 100 პროცენტით შეჩერებულია. ადრე სომხეთში ყოველდღე კორონავირუსის 50 შემთხვევა ფიქსირდებოდა, მაგრამ ყველა ერთი წყაროსგან. ახლა კი ვლინდება 16, 20, 30 შემთხვევა, თუმცა სხვადასახვა წყაროსგან", - განაცხადა ტოროსიანმა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 966-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 13 პაციენტი.