კორონავორუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, მაკა სოლოღაშვილმა.
"დღეს დილისთვის აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 44 პაციენტი. 44-დან კოვიდ 19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 17 პაციენტს. 17-დან 2 გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი 2 წლის ბავშვია“, - აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.
საქართველოში კორონავირუსის 236 (მათგან 3 უცხოეთიდან შემოყვანილ მოქალაქეს) შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, გარდაცვლილია - 3.
კარანტინის რეჟიმში 4672 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.