საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 233-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 233 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4672 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.