ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 650 210-ს მიაღწია.
კორონავირუსით გარდაიცვალა 100 376 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 368 669 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან, აზერბაიჯანთან, ამერიკასთან, ინგლისთან, საფრანგეთსა და თურქეთთან. მოგვიანებით ქვეყანაში დაიწყო შიდა გავრცელება.
04 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4 908 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 429 . გამოჯანრთელდა 54 პაციენტი. გარდაიცვალა 3 პაციენტი.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა სპორტული, კულტურული ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო.
22 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი დაწესდა.
31 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა და დაწესდა კომენდანტის საათი.
10 აპრილს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი გამოცხადდა.