შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 470 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 17 800-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირებულია 473 ათასი ადამიანი. დაიღუპა 17 836 პაციენტი.
აშშ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ პირველ ადგილზეა. გარდაცვლილთა რაოდენობით კი იტალიის მონაცემებს მიუახლოვდა, სადაც დაღუპულია 18 ათასზე მეტი ადამიანი.