დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 8 958-ს აღწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჯანდაცვის მდივანმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.
"თითოეული ამ რიცხვის უკან ადამიანები არიან, რომელთაც აქვთ სახელები და გვარები. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ", - თქვა მან.
მეთ ჰენკოკმა კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ ის უმჯობესდება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 65 872 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 367 პაციენტი.