ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 777-ით გაიზარდა და 7 844-ს მიაღწია. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიუ იორკის შტატი აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს.
"ჩვენ ისევ სოცოცხლის კოლოსალურ რაოდენობას ვკარგავთ, დავკარგეთ 777 ადამიანი", - განაცხადა კუომომ. მისი თქმით შტატში საერთო ჯამში 7 844 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1 622 167 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 97 264 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 365 250 მოქალაქე.