საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ დადასტურებულია - 234. ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე - Stopgov.ge - უკვე განთავსდა.
10 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის ინფექციისგან 54 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი ჰყავს.
საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. გარდა ამისა, მარნეულში, ბოლნისსა და ლენტეხში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.