სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.
"სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა სტრასბურგში, ახალგაზრდა ქალი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა იმნაძემ.
სულ საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 6 მოქალაქე გარდაიცვალა. მათ შორის ერთი შეერთებულ შტატებში, 3 ესპანეთში, ერთი ბრიტანეთში და ერთი საფრანგეთში.