ქვეყანაში ზოგადი მზადყოფნა არის დამაკმაყოფილებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს დაგვემატა კიდევ ორი გამოჯანმრთელებული და მათი ჯამია 54
"მნიშვნელოვანია, რომ ამ 230-ში გვყავს სამი ჩვენი მოქალაქე, რომელთა გადმოყვანა მოხდა სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინი მკურნალობას დღეს საქართველოში აგრძელებენ. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გვყავს საყურადღებო და მძიმე პაციენტები, რომელთაც ექიმები აქცევენ სათანადო ყურადღებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს დაგვემატა კიდევ ორი გამოჯანმრთელებული და მათი ჯამია 54", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.