პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის სახელით 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად 9 აპრილის ბაღში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდა.
პარლამენტის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.