ნიდერლანდებში კორონავირუსისგან 107 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. იტყობინება ადგილობრივი გამოცემა NL Times-ი.
107 წლის კორნელია რასი კორონავირუსით მარტის შუა რიცხვებში, ხანდაზმულთა მზრუნველობის სახლში დაინფიცირდა. ამ კვირის დასაწყისში, კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 107 წლის კორნელია ყველაზე ხანდაზმული პაციენტია, რომელიც კორონავირუსული ინფექციისგან განიკურნა.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ კორონავირუსისგან განიკურნა 104 წლის კაცი შეერთებულ შტატებში.