12-14 ოქტომბერს საქართველოს ნატოსთან წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი ეწვევა. კონსულტანტები პროგრამის შესრულებისა და იმპლემენტაციის საკითხებს შეაფასებენ.
"ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ორი გარემოების გამო, რადგანაც წლიური პროგრამა ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს ცალკეულმა უწყებებმა კონკრეტულ საკითხებზე დეტალურად იმუშაონ და თავისი პოზიცია დააფიქსირონ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ეს შენიშვნები თუ წინადადებები ლისაბონის სამიტის წინ გაჟღერდება, რაც ჩვენი მოკავშირეებისთვის ნათელი იყოს აისახოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი ინფორმაციით, დელეგაცია ყველა იმ უწყების წარმომადგენელს შეხვდება, რომელიც ნატოში გაწევრიანების საკითხშია ჩართული. ყველა მათგან თავის კომპეტენციის ფარგლებში მოხსენებით წარდგება, რის შემდეგაც შეფასებითი დოკუმენტი შეიქმნება", - აღნიშნა კალანდაძემ.