მონაკოს პრინცი ალბერ II კორონავირუსისგან განიკურნა. იტყობინება ფრანგული გამოცემა Figaro მონაკოს სამეფო სახლის განცხადებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, ალბერ II თავს კარგად გრძნობს და მას ექიმებმა ნება დართეს, კარანტინიდან გამოსვლისა.
ინფორმაცია მონაკოს პრინცის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ 19 მარტს გავრცელდა.