მონაკოს 62 წლის პრინცს - ალბერტ მეორეს კორონავირუსი დაუდგინდა. სამეფო კარის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"მისმა სამეფო უმაღლესობამ, მონაკოს პრინცმა ალბერტ მეორემ კორონაივურისზე ტესტი კვირის დასაწყისში ჩაიტარა და ის დადებითი აღმოჩნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს.
პრინცი მუშაობას თავისი აპარტამენტების კაბინეტიდან განაგრძობს, ის მუდმივ კონტაქტშია თავისი კაბინეტის წევრებთან, მთავრობასთან და თავის უახლოეს თანამოაზრეებთან. მისი ბრწყინვალება, მონაკოს მოსახლეობას სთხოვს დაიცვას გამკაცრებული ზომები და მინიმუმამდე შეამციროს კონტაქტები", - ნათქვამია სამეფო კარის კომუნიკეში.