საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4534 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276.