მკვეთრად გაიზარდა ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 28 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალ კორონავირუსს კიდევ 832 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში 5 690.
გუშინ, 27 მარტს ესპანეთში კორონავირუსით 769 ადამიანი გარდაიცვალა. 26 მარტს კი ეს მაჩვენებელი 655 ადამიანს შეადგენდა.
გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 8 189 შემთხვევაა გამოვლენილი, სულ ქვეყანაში ინფიცირებულია 72 248 ადამიანი. მათ შორის 4 500 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გამოჯანმრთელდა 12 300 დაავადებული.
მადრიდში გამოვლენილია COVID-19-ის 21 500 შემთხვევა, გარდაცვლილია 2 800 ადამიანი. კატალონიაში კორონავირუსი 14 300 ადამიანს დაუდგინდა, გარდაიცვალა 1000-ზე მეტი პაციენტი.
ინფიცირებისა და მსხვერპლთა რაოდენობით, ესპანეთი ევროპაში, იტალიის შემდეგ მეორე ადგილზეა.