აშშ-ის მთავრობა საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად $ 1.1 მილიონს გადასცემს - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო იუწყება.
"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.