თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 85 შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 33 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა აქედან 2-ის მდგომარეობა დასტაბილურდა.
"დღეს დილის მონაცემებით უკვე დადასტურებული შემთხვევა არის 85, აქედან 46 მოდის ჩვენს ცენტრში, დანარჩენი 39 არის კოვიდის მიმღებ სხვა დაწესებულებებში. ჩვენ შემოგვემატა 1 ახალი პაციენტი. გამოჯანმრთელებულია ჩვენთან 13. ამ ეტაპზე ჩვენთან 33 პაციენტი მკურნალობს. ამ 33-დან 4 არის მძიმე პაციენტი. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობაც მძიმეა, დინამიკაში განვიხილავთ. კარგი არის ის, რომ 2 პაციენტის მდგომარეობა დასტაბილიზებულია და პროგნოზირება შეიძლება, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება, მაგრამ ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და კრიტიკულია. ე
რთი გვყავდა ასაკოვანი პაციენტი, რომლის მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელად მძიმეა და რამდენიმე დღის წინ მიღებული პაციენტის მდგომარეობაც დამძიმდა, მას უტარდება ადეკვატური მკურნალობა და პროგნოზირება შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღის მეთვალყურეობის შემდეგ. ახალი პაციენტი დადასტურდა გუშინ და ის კვლევის პროცესშია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.