კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების ისტორიასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ცნობილია რომ შიდაგავრცელება არ არის და ეს შემთხვევა მარნეულსა და ბოლნისს არ უკავშირდება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ დადასტურებული ერთ-ერთი შემთხვევის წყაროს დადგენაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც მრავალი კონტაქტის გამო არის გართულებული.
„მარნეულის შემთხვევაზე ვიცით პირველწყარო, მაგრამ გვაქვს ერთ-ერთი რთული შემთხვევა, სადაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კონტაქტების გამოსავლენად და იქ გვაქვს ცოტა ეჭვი, რომ შეიძლება, პირველწყაროზე ვერ გავიდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.