ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა. იუწყება იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახური.
ეს გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი ვირუსის გავრცელების დღიდან იტალიაში დაფიქსირებულა.
სულ ქვეყანაში კორონავირუსით 9 134 ადამიანი გარდაიცვალა.
გაიზარდა ასევე კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები. ამ რაოდენობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 401 შეადგინა.
სულ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 66 414 შემთხვევა აღრიცხული.