დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 759-მდე გაიზარდა. იუწყება BBC-ი ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით 181 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ვირუსული ინფექციის გავრცელების დღიდან.
ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 14 579 შემთხვევაა აღრიცხული.
კორონავირუსი დაუდგინდა გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების მდივანს მეთ ჰენკოკს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორის ჯონსონს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და მთავრობის ხელმძღვანელობას განაგრძობს. ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
უფრო ადრე, კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, უელსის პრინც ჩარლზს.