დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება BBC-ი.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორის ჯონსონს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და მთავრობის ხელმძღვანელობას განაგრძობს. ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 816 შემთხვევაა აღრიცხული. 580 პაციენტი გარდაიცვალა, 150 კი გამოჯანმრთელდა.