დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, უელსის პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება BBC-ი პრინცის სამეფო რეზიდენციის, კლარენს ჰაუზის განცხადებაზე დაყრდნობით.
71 წლის პრინცს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს კარგად გრძნობს", - იუწყება კლარენს ჰაუზის პრესსპიკერი.
მისი თქმით, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა პრინცის მეუღლეს, კორნუელის ჰერცოგინია, კამილა პარკერ ბოულზს, თუმცა მას ვირუსული ინფექცია არ აღმოაჩნდა.
ამჟამად, პრინცი ჩარლზი და ჰერცოგინია შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში თვითიზოლაციაში იმყოფებიან.