ინდოეთის ხელისუფლება გეგმავს პატიმრების განთავისუფლებას, რათა თავიდან აიცილოს ინფექციის გავრცელება მის გადატვირთულ ციხეებში.
მაჰარაშტრას შტატის გადაწყვეტილებით, ციხეებიდან გათავისუფლდება 11 ათასი პატიმარი, რომელთაც 7 წელზე ნაკლები აქვთ მისჯილი.
დელის ტიჰარის ციხიდან გათავისუფლდება 3000 პატიმარი.
ცნობილია, რომ ინდოეთის ციხეები პატიმრებით გადატვირთულია, რაც მათ ვირუსული ინფექციის გავრცელების პოტენციურ ცხელ წერტილებად აქცევს. ინდოეთის ტერიტორიაზე არსებულ 1 300 ციხეში დაახლოებით 400 000 პატიმარი იმყოფება. მათი უმრავლესობა გამოძიებას ან სასამართლო პროცესს ელოდება.
კვირის დასაწყისში ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ შტეტების ხელისუფლებებს მიმართა მსჯავრდებულის გათავისუფლების რეკომენდაციით, რათა მცირედით მაინც მოხდეს გადატვირთულ ციხეებში ვითარების შემსუბუქება.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 753 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 67.
ინდოეთში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.