ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, კორონავირუსთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი გამართა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დონალდ ტრამპმაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ის და სი ძინპინი "მჭიდროდ თანამშრომლობენ".
"ჩინეთმა დიდი გამოცდილება დააგროვა ვირუსის შესწავლასთან დაკავშირებით", - დაწერა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად დონალდ ტრამპს კორონავირუსი, ჩინურ ვირუსად არ მოუხსენებია, როგორც ამას აქამდე დაჟინებით ამტკიცებდა.
სატელეფონო საუბრისას ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შეეძლება "იმუშაონ ერთად თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ეპიდემიური კონტროლისა და სხვა სფეროებში", - ნათქვამია ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული საუბრის ჩანაწერში.
სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთს ”სურს იმუშაოს ყველა მხარესთან, შეერთებული შტატების ჩათვლით" პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და რომ "იგი ძალიან შეშფოთებულია და წუხს აშშ-ში ეპიდემიის განვითარებასთან დაკავშირებით", - იუწყება ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო Xinhua.
"ჩინელები გულწრფელად იმედოვნებენ, რომ შეერთებული შტატები მალე გააკონტროლებს ეპიდემიის გავრცელებას და შეამცირებს ეპიდემიის მიერ ამერიკელი ხალხისთვის მიყენებული ზარალის შემცირებას", - დასძენს სი ძინპინი.