შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, 27 მარტის მდგომარეობით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 85 991 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსული ინფექციისგან 753 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1296 კი გარდაიცვალა.
როგორც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იმითაა განპირობებული, რომ ქვეყანაში მასშტაბური ტესტირება ტარდება
ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 81 782 შემთხვევაა აღრიცხული, გამოჯანმრთელდა 74 181 პაციენტი, გარდაიცვალა 3 291 ადამიანი.