იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი რუსეთში არაოფიციალური ვიზიტით ჩავა. 9 ოქტომბერს ბერლუსკონი სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრემიერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
პუტინის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ ბერლუსკონის ვიზიტის სტატუსი "არაოფიციალურია", მაგრამ "იგი აქტუალური საკითხების განსახილველად მაინც გამოყენებული იქნება".