კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ესპანეთში 17 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 160 ადამიანი.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 17 147-ს შეადგენს, მათ შორის 6 700 მადრიდშია დაფიქსირებული.
ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 767 დაავადებული. 900-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გამოჯანმრთელდა 1100 ადამიანი.
ესპანეთი, ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის შემდეგ ევროპაში მეორე ადგილზე, მსოფლიოში კი მეოთხე ადგილზე ჩინეთის, იტალიისა და ირანის შემდეგ.