პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენით მიღებისთვის მზად არის. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, სადაც კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
მესამე მოსმენისას კანონპროექტში არსებითი ცვლილებები არ შესულა და ამას რეგლამენტი არც ითვალისწინებს. რაც შეეხება სარედაქციო ცვლილებებს, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გატარებულა.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯონდ ბაღათურიამ მოითხოვა, რომ პარლამენტმა შეაჩეროს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი და დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას. ბაღათურია აქცენტს აკეთებს ვენეციის კომისიის დელეგაციის მიერ საქართველოში გაკეთბეულ განცხადებაზე, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი პარლამენტი ვენეციის კომისის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებას დაელოდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს ვენეციის კომისიის შემაჯამებელი სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც მიღებული იქნება აღნიშნული დასკვნა. პარლამენტი კი საკითხის მესამე მოსმენით მიღებას 15 ოქტომბრამდე გეგმავს.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა, განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის დიდი ნაწლი პროექტში უკვე ასახულია და დასკვნაში განსახვავებული არაფერი აისახება. მას მიაჩნია, რომ განხილვის გადადების მოთხოვნა არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, რასაც ხელისუფლება ვერ გაითვალისწინებს.
"რაც მთავარია, ეს არ არის ვენეციის კომისიის მოთხოვნა. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის ახირება", _ განაცხადა მან.