"დღევანდელი საქართველო მოდერნიზებული საბჭოთა კავშირია. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურაჯნაძემ ინტერენეტ მედია-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, სანამ არ იქნება მედიის თავისუფლება, პოლიციის დეპოლიტიზაცია, სასამართლოს, ცესკოსა და ბიზნესის დამოუკიდებლობა, საქართველო საბჭოთა რესპუბლიკის ანალოგი იქნება.
"ამას მოწმობს თრიალეთის ტელევიზიის ხელმძღვანელობის დევნა ხელისუფლების მხრიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ტელევიზიამ სახალხო კრება ორჯერ თავიდან ბოლომდე გააშუქა", _ განაცხადა მან.