"პოლიტიკური პარტიების მოთხოვნები საარჩევნო კოდექის შეცვლისთვის არასაკმარისია", _ ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ინტერენეტ მედია-კლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბურჯანაძის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის შეცვლას აზრი მას შემდეგ ექნება, თუ ხელისუფლება მათ მიერ წამოყენებულ ხუთ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ეს მოთხოვნებია - მედიის დამოუკიდებლობა, ბიზნესის დამოუკიდებლობა, პოლიციის დეპოლიტიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ცესკოს დამოუკიდებლობა.
მისი თქმით, თუ ეს ხუთი მოთხოვნა შესრულდება, ხელისუფლების კრიტიკას 2012 წლამდე საერთოდ შეეშვება.