დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საზღვრების ჩაკეტვის შესახებ.
გადაწყვეტილება ძალაში ხვალ, 14 მარტს, ადგილობრივი დროით, 12 საათზე შევა და 13 აპრილამდე იმოქმედებს.
დანიის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლება ექნებათ, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დასჭირდებათ დასაბუთებული არგუმენტი, თუ რატომ სურთ დანიაში შესვლა.
პრემიერის გადაწყვეტილებით, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა, სურსათის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა საქონლის ტრანსპორტირება ჯერჯერობით ნებადართული იქნება.
ცოტა ხნის წინ, საზღვრების სრული ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ.