უამრავი ქართველი, რომელიც წასულია უცხოეთში, ვერ რიცხავს ფულს და ამგვარად, საქართველოს ახლა ემუქრება ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალუქ ქსელ “ფეისბუქში.
სააკაშილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს მილიარდობით ლარი მოპარული, რომელიც უნდა დაბრუნდეს და მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისისგან დაცვას.
„როგორ ვამუშაოთ ივანიშვილის ფული ხალხზე, ნამდვილად და არა მოჩვენებითად
ივანიშვილმა გამოაცხადა დღეს დილიდან, რომ მისი ფონდი „ქართუ" შეუვსებს სახელმწიფო ორგანოებს ფულს, თუ მათ რაღაც ფული დააკლდებათ.
ივანიშვილის მთელი ფული, ბოლო წლებში, არის მოპოვებული საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით, ქართული მიწების მოპარვით, ბიზნესების წაღებით, მევახშეობით და ეს ყველაფერი გადაქაჩა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ჯიბეში.
და ახლა ნახეთ, რას გეუბნებათ: 2 ან 3 პროცენტს ამ ფულიდან მოგიგდებთ, იმისათვის, რომ არ მომივარდეთ აქ, ჩემს შუშის სასახლეში.
მთლიანად შემოვუტრიალოთ მას მაგიდა და ვუთხრათ:
დღეს რომ საქართველო ასეთი დაუცველია, მათ შორის, ჯანდაცვის კუთხით, მათ შორის იმ კუთხით, რაც ეხება ფინანსებს, ეს არის პირველ რიგში ივანიშვილის ბრალი!
რაღაც ორი საავადმყოფო ავაშენეო..
ჩემს დროს აშენდა ლუგარის ცენტრი და 140 საავადმყოფო და ცხოვრებაში არასდროს დამიმადლებია ეს... და რას შველის ორი საავადმყოფო?.. თან, არასათანადო პირობებით..
აქ საუბარი სხვა რაღაცაზე უნდა იყოს:
მას აქვს მილიარდობით ლარი მოპარული თქვენი ჯიბეებიდან. ეს ფული უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდეს თქვენთან და მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისისგან დაცვას. იმიტომ, რომ უამრავი ქართველი, რომელიც წასულია უცხოეთში, ვერ რიცხავს ფულს და ამგვარად, საქართველოს ახლა ემუქრება ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი“, - წერს სააკაშვილი.