ავსტრალიის შინანგა საქმეთა მინისტრი პიტერ დატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილსა და უფროს მრჩეველს ივანკა ტრამპს შეხვდა.
პიტერ დატონი ივანკა ტრამპსა და შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორს ბილ ბარს 6 მარტს შეხვდა.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში პიტერ დატონი ამბობს, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა და კლინიკაშ იმყოფება.
"დღეს დილით, როდესაც გავიღვიძე მქონდა სიცხე და ყელის ტკივილი. დაუყოვნებლივ დავუკავშირდი ქვინსლენდის ჯანდაცვის დეპარტამენტს და შემდეგ ჩავიტარე ტესტი COVID-19-ზე. მოგვიანებით ჯანდაცვის სამინიტრომ მაცნობა, რომ ტესტი დადებითია", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.