ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს პიტერ დატონს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობა უტარდება.
"დღეს დილით, როდესაც გავიღვიძე მქონდა სიცხე და ყელის ტკივილი. დაუყოვნებლივ დავუკავშირდი ქვინსლენდის ჯანდაცვის დეპარტამენტს და შემდეგ ჩავიტარე ტესტი COVID-19-ზე. მოგვიანებით ჯანდაცვის სამინიტრომ მაცნობა, რომ ტესტი დადებითია", - ნათქვამია Twitter-ზე გამოქვეყნებულ მინისტრის განცხადებაში.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 110 ქვეყანაში კორონავირუსით 125 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 4 625, 68 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.