მოვუწოდებთ ხელისუფლებას ეკონომიკაზე ზიანის შესამცირებლად რაიმე ნაბიჯები გადადგან“, - ამ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აკეთებს.
მისი განცხადებით, კორონავირუსმა საქართველოს ეკონომიკას ზიანი უკვე მოუტანა და უფრო, რომ არ გართულდეს მდგომარეობა საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარდება, რომელიც მდგომარეობას დაასტაბილურებს და გააუმჯობესებს.
მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ გეგმა შემუშავებული აქვს და კარგი იქნება თუ მმართველი გუნდი რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
„ამჯერად ნამდვილად ეპიდემია არის დიდი ფაქტორი, რომელსაც ეკონომიკისთვის ზიანის მოტანა შეუძლია, მაგრამ მთავრობები ქვეყანას ჰყავს იმისათვის, რომ ირეაგირონ ასეთ გამოწვევებზე. სწორედ ასეთ სწრაფ რეაგირებას ვთავაზობთ მთავრობას „ევროპული საქართველო“. ჩვენი შეხედულება ისედაც იყო, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში საგადასახადო ტვირთის გაზრდა, ადამიანების ჯიბიდან მეტი ფულის წართმევა იყო არასწორი. ამიტომ იზრდებოდა სიღარიბე. ეს ყველაფერი შეიცვლება ამ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შემდეგ. ამ გაჭირვებამ და ამ საფრთხემ იქნებ "ქართული ოცნების" გუნდი გამოაფხიზლოს და გადადგან სწრაფი ნაბიჯები. უნდა გვესმოდეს, რომ დაგვიანებამ ნებისმიერი მყისიერი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება უაზრობა გახადოს. ლარზე ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ, ის სიმბოლურ-ფსიქოლოგიურ ზღვარს გადასცდა გარე ბაზარზე. ეს ყველაფერი ისეთ ზიანს მოიტანს, რომელსაც ვერ შემოვატრიალებთ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგან რაიმე ნაბიჯი მაინც. შეგვიძლია ყველაფერი პოლიტიკური პინგ-პონგის და კინკლაობის გარეშე გავაკეთოთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.