ნატო-ს შტაბბინის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსპიკერი ავრცელებს.
"ჩვენ შეგვიძლია დაადასტუროთ, რომ ნატო-ს ოფიცერს, რომელიც მუშაობს ალიანსის შტაბბინაში ბრიუსელში, კორონავირუსი დაუდგინდა", - ნათქვამია განცხადებაში.
პრესსპიკერის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომელი მივლინებით ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რომ პაციენტი მკურნალობას სახლში გადის. ყველა მისი კოლეგა, რომელსაც შესაძლოა პაციენტთან კონტაქტი ჰქონოდათ, თვითიზოლაციაშ იმყოფება.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ბრიუსელში ევროკავშირის ორი თანამშრომელი დაინფიცირდა კორონავირუსით.