კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებებმა ქალაქ ბეთლემში კარანტინი გამოაცხადეს.
ქალაქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, რომელიც სავარაუდოდ თვის ბოლომდე გასტანს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გამო, საჭირო გახდა გადაუდებელი ზომების მიღება, რის შემდეგაც ყველა ადამიანს აეკრძალა ბეთლემში შესვლა და გამოსვლა.
იუწყებიან, რომ ისრაელი და პალესტინა მჭიდროდ ითანამშრომლებენ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
გუშინ, 5 მარტს ბეთლემში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა.